გამოაგზავნეთ დეტალები და მალე გიპასუხებთ.

შეავსეთ ფორმა და ჩვენი გუნდი უმოკლეს დროში დაგიკავშირდებათ
IT ინფრასტრუქტურის და უსაფრთხოების სისტემების პროფესიონალური მონტაჟი.
Fixers.ge გთავაზობთ სათვალთვალო კამერების მონტაჟს ნებისმიერი ტიპის ობიექტზე — ბინაში, ოფისში, სკოლაში, მაღაზიაში თუ სასაწყობო სივრცეში. ვაყენებთ Hikvision, Dahua და Uniview ბრენდების IP და HD ანალოგური კამერების სისტემებს. კამერების დაყენება ხდება PoE სვიჩებით ან კოაქსიალური კაბელის საშუალებით, ობიექტის საჭიროებების მიხედვით.
სათვალთვალო კამერების მონტაჟთან ერთად ვახდენთ NVR და DVR ჩამწერების ინსტალაციასა და კონფიგურაციას. ვუყენებთ მობილურ აპლიკაციას (Hik-Connect, DMSS, iVMS), რაც საშუალებას იძლევა კამერების ნახვა ნებისმიერი ადგილიდან, ონლაინ რეჟიმში.
გთავაზობთ სრულყოფილ სერვისს კომპიუტერული ქსელის მოსაწყობად: კაბელის დაჯეკვა (RJ45 ტერმინაცია), Cat5e/Cat6 კაბელების ესთეტიური გაყვანა კედელში ან კაბელ-კანალებში, და სერვერული კარადის (Rack) სრული მოწყობა patch panel-ებითა და სვიჩებით.
თუ გსურთ 100%-ით სტაბილური კავშირი, ჩვენ დაგეხმარებით ინტერნეტის კაბელის გაყვანაში სახლსა და ოფისში. ვამონტაჟებთ როუტერებსა და Access Point-ებს, ვქმნით Seamless Roaming (Mesh) ქსელებს, რათა Wi-Fi იჭერდეს სრულყოფილად ყველა ოთახში შეფერხებების გარეშე.